თეგებით ძიება

"ჯერ რუსებისთვის გაიმეტონ რუსებმა სიკეთე და შემდეგ ილაპარაკეთ ქართველების გადარჩენაზე, ერთმორწმუნოებასა და კეთილ მეზობლობაზე" - გიორგი მღებრიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი მღებრიშვილი რუსი აგრესორების მიერ უკრაინაში ეროვნებით რუსი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე სოციალურ ქსელში წერს:

"რუსეთის ფარულმა თუ ღია მომხრეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ მარიუპოლის მოსახლეობის ნახევარი, რომელსაც მიწის პირზე ასწორებენ რუსები, ჯოჯოხეთი და ჰოლოდომორი მოუწყეს 21-ე საუკუნეში --ეროვნებით რუსია. მართლმადიდებელი ხარკოვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ვის თავზე ყოველღამ ცვივა ბომბები რუსულენოვანია. საკმაოდ დიდი ნაწილი ეროვნებით რუსი--მართლმადიდებელი
სუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვისაც ომის პირველი დღიდან უტევენ რომ მარიუპოლივით ალყაში მოაქციონ და გაანადგურონ რუსულეონოვანია. დიდინაწილი ეროვნებით რუსია-- მართლმადიდებელი.

ჯერ რუსებისთვის გაიმეტონ რუსებმა სიკეთე და შემდეგ ილაპარაკეთ მათი სახელით ქართველების გადარჩენაზე, ერთმორწმუნოებაზე და კეთილ მეზობლობაზე.
МОРДОР-- ნიშნავს მოსკოვის ურდოს.
Слава Україні", - წერს მღებრიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა