თეგებით ძიება

პუტინის ჯარი ჩამოიშალა - რუსმა ჯარისკაცმა ჯილდოს სანაცვლოდ უკრაინელებს ტანკი ჩააბარა

რუსული ჯარი დემორალიზდა, მათ ბრძოლის მოტივი, აღჭურობა და საკმარისი საკვებიც არ გააჩნიათ.

როგორც უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რუსმა ჯარისკაცმა პირობითი სახელით "მიშა", რომელიც თანამებრძოლებმა მიატოვეს, ხოლო ხელმძღვანელი პოსტის მიტოვების შემთხვევაში დახვრეტით დაემუქრა, უკრაინელებს რუსული ტანკი ჯილდოს სანაცვლოდ გადასცა.

არსებული ინფორმაციით, მიშას ომის დასრულების შემდეგ უკრაინული მხარე 10 000 დოლარით დააჯილდოებს, მანამდე კი ის კომფორტით უზრუნველყოფილ სახლში იცხოვრებს. მას მომავალში უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობაც მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსულ სამხედრო აგრესიას ატასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით უკრაინელი კი ლტოლვილად იქცა.

უკრაინული მხარე იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე უარს იტყვიან დააჯილდოებენ და უსაფრთხოების გარანტიას აძლევენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა