თეგებით ძიება

"როცა თქვენი მოფერება მომინდება, ვახშმად დაგპატიჟებთ და დაგკერავთ" - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში იმ ოპონენტებს მიმართავს, ვინც შოუებში მონაწილეობისას მას კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშუალებს.


"სანამ ტოკშოუებში კონკრეტულ საკითხზე კამათი კონფლიქტად ჩაითვლება და ვისაც ამ საჭირბოროტო საკითხების გარჩევა უნდა და არა მთვრალივით სადღეგრძელოების ბოდიალი – კონფლიქტურად, მანამდე ვიბუყბუყებთ ამ ჭაობში.

იქნება ეს პარლამენტში შესვლა არ შესვლა, თუ ყოფნა არ ყოფნა, იქნება ეს, ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის ტაქტიკა და სტრატეგია.
აი ჭაობის სუნი რომ შეგაწუხებთ, ის დედუცები გაიხსენეთ, კამათს რომ იწყებ და პირში რაღაც ამორფულ მასას გჩრიან – ცარიელ ადგილას კონფლიქტს ნუ ქმნიო.
ხალხო ტოკშოუში მოვდივარ საკამათოდ.
როცა თქვენი მოფერება მომინდება, ვახშმად დაგპატიჟებთ და დაგკერავთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა