თეგებით ძიება

"სააკაშვილი არის ერთადერთი დედამიწაზე, რომელმაც 2008 წელს პუტინი დაამარცხა" - მარია ბარაბაში​​

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის თავმჯდომარისგან ოფიციალური მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე საქართველოს მთავრობა გუშინ მიიღო, თუმცა უშედეგოდ.

"დიდი სირცხვილია, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადმოყვანაზე. თუმცა, ეს სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არ არის. მიმაჩნია, რომ ეს უარი საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდება. მიხეილ სააკაშვილს პირველ რიგში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება. ის უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში უკანონო პატიმარია. ის ერთადერთია, ვისაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს და იმავდროულად, იყო სხვა ქვეყნის პრეზიდენტი. სააკაშვილი არის ერთადერთი დედამიწაზე, რომელმაც 2008 წელს პუტინი დაამარცხა. უკრაინის პრეზიდენტს სწორედ მისი გამოცდილება სჭირდება, რომ ერთად დაამარცხონ პუტინი", - აცხადებს მარია ბარაბაში​​.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა