თეგებით ძიება

"დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირებისას გამოთქმები"შე ყ@ეო", "შენი დედა მოვ@ყან"... თუ "რაზბორკა" უნდა ვინმეს, წავიდეს ქუჩაში და იქ იგინოს და იჩხუბოს" - რას წერს დავით ზურაბიშვილი?

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავას შეურაცხმყოფელ გამონათქვემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გიგი უგულავამ დაწერა სტატუსი, სადაც საკმაოდ უდიერი სიტყვებით აგინა კახა კალაძეს იმის გამო, რომ მან სააკაშვილზე თქვა ეგ ომის დროს გორში ფორთხავდაო. მისი ეს სტატუსი ძალიან ბევრმა მოიწონა და ძალიან ბევრმა გააზიარა.
ჰოდა, ამის თაობაზე მინდა ორიოდ სიტყვის თქმა.

ცხოვრებაში არასდროს მითქვამს საკაშვილზე ჰალსტუხისჭამია და გორში მფორთხავი, მიუხედავად ჩემი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებისა მისი მმართველობის მიმართ და საერთოდ არ მიმაჩნია სწორად პოლიტიკოსისგან საქართველოს პრეზიდენტისთვის გორის ცნობილ ეპიზოდის დაყვედრება, მაგრამ პოლიტიკურ დისკუსიას, მათ შორის ძალიან მწვავე და ცხარეს, აქვს თავისი კულტურული კონტექსტი და არაკორექტულობასაც აქვს საზღვრები. პრინციპულად და კატეგორიულად დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირებისას ისეთი გამოთქმები, როგორიცაა "შე ყლეო", "შენი დედა მოვტყან", "შენი პირში შევეცი", და ა. შ. თუ ქუჩური რაზბორკა უნდა ვინმეს, წავიდეს ქუჩაში და იქ იგინოს და იჩხუბოს. როცა საქმე ეხება პოლიტიკურ პროცესებს, აქ ქუჩური ბაზარისგან კეთილი ინებეთ და თავი შეიკავეთ ყველამ, რაოდენ გაბრაზებულიც უნდა იყოთ ვიღაცაზე, სამართლიანად თუ უსამართლოდ.

და აქ ჩემს ნაზ ყურთასმენაზე და ესთეტიურ გრძნობებზე კი არ არის ლაპარაკი. პრინციპულად არ შეიძლება პოლიტიკოსებისგან ასეთი ლექსიკით ოპერირება, რადგან ეს ისეთ მკვეთრ ზღვარს ავლებს პოლიტიკურ ბანაკებს შორის, რომლის მერეც ყოველგვარი დიალოგის მაგვარიც კი შეუძლებელია და მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება რჩება, მით უმეტეს როცა ერთსა და მეორე მხარეზეც ათასობით ადამიანია. პოლიტიკა თავისი არსით კომპრომისის ხელოვნებაა და დიალოგისთვის სივრცე ყოველთვის უნდა არსებობდეს, თუ გვინდა რამე ნორმალური გამოვიდეს საერთოდ პოლიტიკიდან. კი, ისიც გვინახავს ერთმანეთის მაგინებლები მერე ერთმანეთს რომ აქებენ და სხვას აგინებენ, მაგრამ არა მგონია ეს კარგი იყოს.

განსაკუთრებით შემაშფოთებლად და მეტიც, საგანგაშოდაც კი მეჩვენება, რომ პოლიტიკოსის გინება და უდიერი შეურაცხყოფა ღიად მოიწონა არაერთმა ისეთმა ადამიანმაც, ვინც თავს დებს მაღალ მატერიებზე და ღირებულებებზე. არადა რომ ჰკითხო პოლარიზაცია და ზიზღის ატმოსფერო აწუხებთ, მაგრამ როგორც ჩანს მათთვის ზიზღიც შერჩევითია და აწუხებთ მხოლოდ ის ზიზღი და სიძულვილი, რომელიც მათი საწინააღმდეგო ბანაკიდან მოდის, ამ ბანაკის წინააღმდეგ კი, როგორც ჩანს, ყველაფერი მოსულა. ასეთი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლისა მე პირადად სერიოზულად მეშინია და ვფიქრობ ჩემი შიში არ არის უსაფუძვლო.

P. S. გინებები და შეურაცხყოფები კომენტარებში გაუფრთხილებლად წაიშლება და გამეორების შემთხვევაში მაგინებელი დაიბლოკება.
P. P. S. ამ თემის გაშლა-გაღრმავებას აღარ ვაპირებ. ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა, ამ სტატუსშივე ვთქვი და ამიტომ მედიის წარმომადგენლებს ვთხოვ, ტყუილად არ შეიწუხონ თავი და არ მომმართონ კომენტარებისთვის", - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა