თეგებით ძიება

"გულისამრევმა მოხუცმა დაიწყო მკლავით მკერდზე შეხება, მერე საჯდომზეც შემეხო... " - რა გადახდა 15 წლის გოგოს "მარშრუტკაში"?

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"ერთ-ერთმა პოსტმა ჩემი სიტუაცია გამახსენა...
სადღაც 15-ის ვიქნებოდი. ბებოსთან ერთად ავედი სამარშრუტო ტაქსიში და მომიწია გადასვლა სულ უკან სკამზე. მოკლედ, ჩემს გვერდით დაკავდა სკამები, ერთი იყო მხოლოდღა ცარიელი.

ამოვიდა ერთი გულისამრევი მოხუცი, რომელზეც ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამე მსგავსის გამკეთებელი იყო. დაიწყო მკლავით მკერდზე შეხება. მეგონა, შემთხვევით შემეხო. მერე განაგრძო და მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. ჩვენს შორის ჩანთა ჩავდე, მერე წინ წამოწია და უკვე საჯდომზეც შემეხო...

როგორც იქნა, ჩასვლის დრო მოვიდა და რომ ავდექი, მაშინაც კი, მანამ წინ გადავედი, ხელები არ მომაცილა...
ეს იმხელა ტრავმად მექცა, ახლა, სულ რომ ვკვდებოდე ბიჭის ან კაცის (უცნობის) გვერდით არ დავჯდები და თუ ჩემ გვერდით მჯდომი უთმობს მოხუცს ადგილს, მის ნაცვლად მე ვსვამ, რომ გვერდით არ მომიჯდეს...

მოკლედ, ეს ყველაფერი საშინელებაა და გაუპატიურების მცდელობებზე ვერც კი ვფიქრობ, ვერ ვიაზრებ, რის გადატანა გიწევთ...
დღეს მეტიც არ მინდა, ვინმემ რამე გაბედოს - სახეს ავახევ.

გოგონებო, მეტი გამბედაობა! სწორად ჩვენ უნდა შევამციროთ მსგავსი გარეწრული ქმედებები, ჩვენმა შვილებმა იმავე რომ არ განიცადონ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა