თეგებით ძიება

საქართველოს არ აქვს ამ საშინაო ბრძოლის დრო. ახლა არის მომენტი, როცა საქართველო უნდა იყოს ერთიანი - კელი დეგნანი

საქართველოს არ აქვს ამ საშინაო ბრძოლის დრო. ახლა არის მომენტი, როცა საქართველო უნდა იყოს ერთიანი, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

რადიო თავისუფლება: სანქციების საკითხი და საქართველოს პოზიციონირება უკრაინაში ომის მიმართ სწორედაც დაკავშირებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან, მის არჩევანთან. ამ კონტექსტში, ბოლო ხანს თვალყურს ვადევნებთ დაპირისპირებას ერთი მხრივ პრეზიდენტსა და მეორე მხრივ მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის. ბოლო ხანს პრეზიდენტი გამოკვეთილად აქტიურია საგარეო ასპარეზზე და ახლა ის არის სამიზნე ერთგვარი „სანქციებისა“ „ქართული ოცნების“ მხრიდან... რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ უფრო პროგნოზირებადი იყოს, უფრო კონსოლიდირებულად გამოიყურებოდეს საერთაშორისო ასპარეზზე?

კელი დეგნანი: ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილი შესანიშნავად მოიქცა, როცა მოახდინა არტიკულაცია ზუსტად იმისა, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს. საქართველოს სჭირდება გაერთიანება. საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, საქართველოს მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, უკრაინის მხარდასაჭერად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მუშაობს გულწრფელად საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის როგორც საერთაშორისო სცენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით. ძალიან კარგი იყო მისი მოწოდება ერთობისკენ და ძალიან დროული. საქართველოს არ აქვს ამ საშინაო ბრძოლის დრო. ახლა არის მომენტი, როცა საქართველო უნდა იყოს ერთიანი. და, მე მინახავს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ერთობლივად მუშაობა. ვიცი, რომ მათ ეს შეუძლიათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა