თეგებით ძიება

უკრაინელი ბებოები რაშისტებზე სანადიროდ გამოდიან - პენსიონერმა 6 რუსი ჯარისკაცი საიქიოს გაისტუმრა

უკრაინაში შეჭრილ დაუმატიჟებელ სტუმრებს მთელი ქვეყანა ებრძვის, კაცი თუ ქალი. უკრაინულ მედიაში მორიგი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინელი ბებიის გმირობაზე.

როგორც მედიაში გავრცელებულ აუდიოში ისმინება, რუსი ოკუპანტები ახსენებენ ბებოს, რომელმაც 9 რუსი ჯარისკაცი საკვებით მოწამლა, მათ შორის 6 მოკვდა, 3 კი გადარჩა.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა კიდევ ერთ უკრაინელ ბებოზე ინფორმაცია, რომლის თანახმად მხცოვანმა ქალმა მოწამლული ღვეზელით 8 აგრესორი გაისტუმრა იმ ქვეყნად.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით უკრაინელი კი უცხო ქვეყანაში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა