თეგებით ძიება

სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება - გრიგოლ ვაშაძე

დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, "სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება და ვერ ჩამოყალიბდება ეროვნული ერთობა.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ მიმართა, საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

"ხელისუფლებას ყოველთვის ჰყავს დაქირავებული ადვოკატები. ეს დისკუსია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე, ჩხირკედელაობაა. სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება და ვერ ჩამოყალიბდება ის ეროვნული ერთობა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ კარს მომდგარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ჩვენ", - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ მესამე პრეზიდენტის სარჩელი დღეს დასაშვებად ცნო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა