თეგებით ძიება

"გესმით საქართველოს სამარცხვინო მთავრობავ? ნეიტრალიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილი" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება.

"სტოლტენბერგი: ნატომ უნდა გაზარდოს მხარდაჭერა ალიანსის ყველა იმ პარტნიორის მიმართ, რომელიც რუსეთისგან საფრთხის ქვეშაა, რომელთა შორისაა საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. უნდა უზრუნვეკვყოთ მათი სუვერენიტეტის დაცვა და მდგრადობა.

ხომ არ იცით, მოლდოვა რატომ არ ახსენა? მთლად ომის შუაგულში მყოფი მოლდოვა? ნეიტრალიტეტი უწერია კონსტიტუციაში და იმიტომ.
გესმით საქართველოს სამარცხვინო მთავრობავ? სანამ ალიანსის პარტნიორის სტატუსი გვაქვს, მანამდე ვიარსებებთ. ნეიტრალიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილი”, - წერს ნიკა გვარამია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა