თეგებით ძიება

"რატომღაც ამ ფოტოს გადაღებისთვის უარი არ თქვი, არ ვიცი იქნებ გრძნობდი რამეს" - რას წერს უკრაინაში დაღუპული გია ბერიაშვილის მეგობარი?

რამოდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი დაიღუპა. მისი მეგობარი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში მის ბოლო ფოტოს აქვეყნებს.

"ეს ის საბედისწერო დღეა დილის 5 საათი , ამ დროს ვზივართ და მივდივართ სამხედრო მისიაზე , ბერო უკან ვეღარ დაბრუნდა ჩვენთან ერთად ცოცხალი. გული მოგვიკლა ყველას მისმა გმირულმა დაღუპვამ, ის მამაცი და უშიშარი კაცი იყო. ბერო ეს დღე მე არასდროს დამავიწყდება. რატომღაც ამ ფოტოს გადაღებისთვის უარი არ თქვი . არ ვიცი იქნებ გრძნობდი რამეს", - წერს ნადიმ ხმალაძე.


შეგახსენებთ, უკრაინაში ბრძოლისას ასევე დაიღუპნენ ბახვა ჩიქობავა და დავით რატიანი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა