თეგებით ძიება
24. 03. 2022 მსოფლიო

აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და რუსი სამშვიდობოების კონტროლის ზონაში სოფელი დაიკავა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა.

დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელი გაზსადენის მუშაობის სრული შეფერხება, მაღალკალიბრიანი იარაღით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ყარაბაღელი სომხების დაშინება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის მხარე ელის რუსი სამშვიდობოების მიერ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები და აზერბაიჯანის ძალები საწყის პოზიციებზე დააბრუნონ.

„ველით, რომ რუსი მშვიდობისმყოფელი სამხედროები, პასუხისმგებლობის ზონაში, სადაც პროვოკაცია ხდება, მიიღებენ ზომებს, რათა აზერბაიჯანის სამხედროები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე და მკაცრად შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც 9 იანვრის სამმხრივი განცხადების დროს აიღეს“, – წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა