თეგებით ძიება

"პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს, ეს პრინციპულია ჩვენთვის" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიმართებაში არავითარ სასჯელი და სანქცია არ იქნება მიღეუბული.


"ერთადერთი შედეგი, რაც აქვს იმ სარჩელს, რაც შეტანილი იქნება მთავრობის მხრიდან, არის კონსტიტუციის განმარტება. არავითარი სანქცია, არავითარი სასჯელი - ერთადერთი ისაა, რომ საკონსტიტუციო განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა ინიშნებოდნენ ელჩები, ეს არის და ეს.

შესაბამისად, არავითარ სასჯელთან, სანქციასთან და აგრესიულ ზომებთან არ გვაქვს საქმე. თავიდან ბოლომდე სპეკულაციებია იმაზე, რომ თითქოს ჩვენ გვსურს დავსაჯოთ პრეზიდენტი და ა.შ. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს, ეს პრინციპულია ჩვენთვის და ამის საფუძველზე ყველაფერს გავაკეთებთ. ბუნებრივია, სამართლებრივი მექანიზმები იგულისხმება“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა