თეგებით ძიება

გონივრული ეჭვია, დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ასეთი განცხადებები - თალაკვაძე კარასინზე

"როდესაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება განცხადებები, ამას პირველი ყოველთვის საქართველოში ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე "ნაციონალური მოძრაობა", რადიკალური ოპოზიციური ბანაკი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გორჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთს "შეუმჩნეველი არ დარჩება".

"სინამდვილეში, რასაკვირველია, არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით”, – განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა