თეგებით ძიება

რუსებმა საქართველოდან უკრაინაში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყეს - ამერიკელი მაღალჩინოსანი

რუსმა სამხედროებმა საქართველოდან უკრაინაში დამატებითი ძალების გადაყვანა დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციამ პირველად გაგზავნა დამატებითი ჯარები უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის ირგვლივ, ერთი თვის წინ, ქვეყანაში შეჭრამდე.

"ჩვენ ვნახეთ გარკვეული რაოდენობის სამხედროების გადაადგილება საქართველოდან. ზუსტი ციფრები არ გვაქვს", - განაცხადა პარასკევს მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინელებმა 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს.

გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრემლმა, უკრაინაში რუსი ოკუპანტები სამხედრო ტექნიკასთან ერთად გადაისროლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა