თეგებით ძიება

დაძაბულობა ოკუპირებულ ცხინვალში - ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის საგანგებო სესიის ჩატარებას ითხოვს

ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიცია მხარდამჭერებს კრებს და საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ აუცილებელია სხდომის მოწვევა და დაგეგმილი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იგორ ჩოჩიევი ღამით ცესკოს თავმჯდომარის კაბინეტში შედის.პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ "ღამის სხდომის მოწვევის მცდელობა უკანონოა".

შეგახსენებთ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა