თეგებით ძიება

"რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება და საერთაშორისო ორგანიზაციებში "პრივილეგიებით“ სარგებლობს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი სათანადოდ არ ისჯება იმ დანაშაულისთვის, რასაც ის სჩადის.

"რუსეთი არ ისჯება იმ დანაშაულისთვის რასაც ის უკრაინაში სჩადის. ის ბირთვულ სტატუსს იყენებს და ამით ემუქრება ცივილიზებულ სამყაროს. ამიტომ, აუცილებელია, საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმირება სამართლიანობის აღსადგენად.

ძირითადი ღირებულება - მშვიდობა, ახლა მიუწვდომელია უკრაინელებისთვის, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკრაინის ხელში ჩაგდება და მისი კოლონიად გადაქცევა, როგორც რუსეთის იმპერიის დროს. რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება და საერთაშორისო ორგანიზაციებში „პრივილეგიებით“ სარგებლობს. რუსეთი ასევე იყენებს თავის რესურსებს სხვა ქვეყნების შანტაჟისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა