თეგებით ძიება

"არცერთს არ უტოკდება ნერვი, რომ დაბომბვაში არიან, ცოცხალი თავით არ მთანხმდებიან ცხელი წერტილიდან გამოყოლაზე" - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედაა წასული, სოციალურ ქსელში 2 ქართველი გოგო შესახებ წერს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან.

"ორი ქართველი გოგო ვერაფრით ვერ დავითანხმე გაყვანაზე. რა კუთხით არ მივუდექი, რა ფორმით არ ვეხვეწე, მაგრამ ცოცხალი თავით არ მთანხმდებიან ცხელი წერტილიდან გამოყოლაზე. ჩემი აზრით გმირები ისინი არიან. არცერთს არ უტოკდება ნერვი, რომ დაბომბვაში არიან. ერთი ამბობს მე დედა უკრაინელი მყავდა, მის ხსოვნას პატივს მივაგებო, მეორე კიდევ საერთოდ მზადაა ტყვიებს გადაუდგეს. არც ერთს არააქვს გამოცდილება. არავინ არ თქვას, რომ ქალები სუსტი სქესი არიან.
მაინც დავითანხმებ", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა