თეგებით ძიება

"მე არ გავჩერდები, იქით უნდა წავიდეო, ვეხვეწე ბევრი არ წასულიყო..." - რას ამბობს უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის მეუღლე?(ვიდეო)

უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა უკრაინაში.

"მე არ გავჩერდები, იქით უნდა წავიდეო. აფხაზეთიდან იყო, 16 წლის იყო იქ რომ ომი დაიწყო და იბრძოდა იქიდან მოყოლებული, პარტიზანი იყო, აგვისტოს ომშიც იბრძოდა.

ვეხვეწე ბევრი არ წასულიყო, 4 თითი ჰქონდა დაკარგული...არაო ასე ამბობდა, ჩემ შვილებამდე უნდა მოვიდნენ მაინცდამაინც? რომ ვიცი რაც არიანო" ამბობს დაღუპულის მეუღლე.

მისი თქმით, დავით გობეჯიშვილს ოჯახი გუშინ ესაუბრა და უთხრათ, რომ ირპინში იყო - "ბიჭს სწერდა მიყვარხართ მა, არ ინევრიულოთ, არ შეგარცხვენთო"- ამბობს დაღუპულის მეუღლე.


შეგახსენებთ, წუხელ ირპენში ძლიერი შეტაკებისას ქართველი მებრძოლი დათო გობეჯიშვილი დაიღუპა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა