თეგებით ძიება

"სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა წაიყვანეთ" - რას წერენ სოციალურ ქსელში?

ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში ოსი ჯარისკაცების უკვე მეორე პარტია წაიყვანეს, რამაც სოციალურ ქსელში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

"სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა წაიყვანეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა და გასაღები ვინმე სხვას გადაეცით. სამხრეთ ოსეთს აღარაფერი სჭირდება - არც დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფოებრიობა. როგორც ირკვევა ხალხიც აღარ არის საჭირო. რად ღირს ოსის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა ეს სიცოცხლე? ვიღაცის იმპერიული ამბიციებისთვის ეს არის საზარბაზნე ხორცი და ჩვენვე სიამოვნებით ვიხდით გადასახადს ჩვენი შვილების სისხლის ფასად“, - ნათქვამია ერთ-ერთი ოსური ფეისბუქგვერდის Iron Bonværnon-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა