თეგებით ძიება

მთავრობა მართალია - დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია - დავით უსუფაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება.

""მთავრობა მართალია - დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია - საერთოდ ყველაფერი, რაც არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია! ეს უკვე კომიკურია და ამაზე კომენტარები შეუძლებელია", - აღნიშნა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა