თეგებით ძიება

უკრაინის ხელისუფლებამ ომის ჩვენთან გადმოტანაზე ღიად საუბარი "ენმ"-ის ვიზიტის შემდეგ დაიწყო - ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ომის საქართველოში გადმოტანაზე ღიად საუბარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვიზიტის შემდეგ დაიწყო.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა