თეგებით ძიება

"ის შევიდა დაჭრილი უკრაინელების გამოსაყვანად და მტერთან პირისპირ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა" - პეტრე კოლხი ბახვა ჩიქობავაზე

მამა, პეტრე კოლხი სოცუალურ ქსელში უკრაინაში გმირულად დაღუპულ მებრძოლზე, ბახვა ჩიქობავაზე წერს.

"მხოლოდ 10 კაცით მარიუპოლის ქუჩებში შეაკავა მტრის მთელი ბატალიონი, რუსულ დაზვერვას კი ეგონა, უკრაინის მთელი დანაყოფი იდგა!! ის შევიდა დაჭრილი უკრაინელების გამოსაყვანად და მტერთან პირისპირ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მიუხედავად იმისა, თავად სამშვიდობოს იყო გამოსული, მაინც არ მიატოვა დაჭრილი ბიჭები, ხოლო აზოვის ბატალიონის ბიჭებმა მადლობის ნიშნად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არ დაუტოვეს მისი ალყაშმორტყმული ცხედარი რუსებს, გაარღვიეს ბარიერი და სამშვიდობოს გამოიყვანეს!

შეგახსენებთ, აზოვის ბატალიონი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად, და იცით, როგორი ამაყი ვარ რომ ამ უძლეველი დანაყოფის წევრი სენაკელი ბახვა ჩიქობავა გახლდათ! დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!” – წერს მამა პეტრე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა