თეგებით ძიება

რატომ არ არის აღძრული პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე - გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, თუმცა ასახელებს მიზეზს რატომაც არ არის შესაბამისი საქმე მიღებული წარმოებაში.

"მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინია. მაგრამ მას აქვს ფუნქციონალური იმუნიტეტი და საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ნორმების დაცვით, ჩვენ ვერ გავხსნით ამ კონკრეტულ წარმოებას, სანამ ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია. “ - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.

რა არის ცნობილი უკრაინის საქმეზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ:
რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე დიდი "დედა" საქმეა,რომლის მიხედვითაც - 200-ზე მეტი ეჭვმიტანილია, რომელიც მოიცავს სამხედრო დამნაშავეებს - მინისტრებს, სენატორების, უშიშროების საბჭოს წევრებს და ა.შ.
სიაში ასევე შედიან კრემლის პროპაგანდისტები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა