თეგებით ძიება

"2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა ჩვენი ღირსეული ბიჭები იქ გმირულად იხოცებოდნენ და ზელენსკი ქართველებს სცენიდან დაგვცინოდა" - გიორგი არჩემაშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი არჩემაშვილი უკრაონა-რუსეთის ომს განიხილავს.

"რუს ჯალათებს, ე.წ. სამხედროებს 400 ათასზე მეტი უკრაინელი ყავთ გატაცებული... აქედან რამდენია ცოცხალი და რამდენს ცხრა ჯოჯოხეთი გამოატარეს, მხოლოდ ღმერთმა უწყის... ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ქართული მიწა-წყლიდან თითოეული ჩვენი თანამოქალაქის გატაცება კატასტროფის ტოლფასია და როცა მათი დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ვიღებთ, მათ წილ ბედნიერებას ჩვენც ვიზიარებთ, ისე გვიხარია, თითქოს საკუთარი ოჯახის წევრი დაგვიბრუნეს...

რუსი ავადმყოფი დიქტატორის, პუტინის გამო, 400 ათასზე მეტი გაიტაცეს, მილიონობით უკრაინელმა სამშობლო დატოვა, უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა... და იქნებ ვინმემ ამიხსნას, რამ შეიძლება გადაწონოს ეს კატასტროფა? ვინ ან როგორ ზღავს თუნდაც ერთ დაღუპულ სიცოცხლეს? ეს ხომ წარმოუდგენელია!... დიახ, იმ ჯალათებმა, პუტინის მეთაურობით, 400 ათასზე მეტი უკრაინელი გაიტაცეს და შესაძლოა ახლა მათი ნახევარი ცოცხალიც აღარ არის...
სად არის ამ დროს ე.წ. „ცივილიზებული მსოფლიო“? სად არის ის „მრისხანე NATO“, რომელიც ზელენსკის ვედრების მიუხედავად, უკრაინელთა გადასარჩენად შეიარაღების ერთ პროცენტსაც ვერ იმეტებს?

იცით სად არიან? მსოფლიო რუკას უზიან და ნანგრევებად ქცეული ქვეყნების გადანაწილებაზე მსჯელობენ, როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს გააკეთეს, ანუ ახალი არაფერია, ყველაფერი ძველი სცენარით ვითარდება... „ახალი ჰიტლერი“, პუტინი ძალისხმევას არ იშურებს, რომ მსოფლიო ისტორიაში ბავშვების მკვლელად ჩაეწეროს... „ცივილიზებულ მსოფლიოსაც“ მეტი რა უნდა... ჩვენ რა მაგრად ფეხებზე ვკიდივართ, ვერც წარმოიდგენთ...
არ მინდა გაჭირვებაში მყოფი ერის პრეზიდენტი ცუდად მოვიხსენიო, მაგრამ მის „ფან-კლუბს“ თვალების ფართოდ გახელას ნამდვილად ვურჩევდი... 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა ჩვენი ღირსეული ბიჭები იქ გმირულად იხოცებოდნენ, „თქვენი ფარჩაკი სააკაშვილივით გმირი პრეზიდენტი ზელენსკი“ ქართველებს სცენიდან დაგვცინოდა, ჩვენს სისხლს დასცინოდა, ჩვენს თავდადებას აბუჩად იგდებდა... სულ ფეხებზე ეკიდა გმირი ანწუხელიძეც და ყველა შინდისის გმირიც... ეს ისე, ზოგიერთმა შტერმა საკუთარი ქვეყნის უახლესი ისტორიაც რომ არ იცის...

ბელარუსიიდან, მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან ელჩს რომ არ გაიწვევ და შენს მეგობარ სახელმწიფოს დიპლომატიურ ომს უცხადებ, მართლა არ იმსახურებ, რომ ვინმე გერქვას, არათუ გმირი პრეზიდენტი ან რაიმე მსგავსი... უკეთესი ხომ არ იქნება, ჩვენ თვითონ დავახვევინოთ აქედან მათ ფარჩაკ ელჩსა და მის გაქუცულ თანაშემწეს... ამის შესახებაც იფიქრეთ, თორემ მე თქვენზე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: პუტინი ჯალათია და კაცობრიობის მტერია!..
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, უნგრეთის პრეზიდენტმა უკრაინასაც და მთელს მსოფლიოსაც გამოუცხადა, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომს არავის შეწირავს. მილიარდნახევრიანმა ჩინეთმა (ზე-სახელმწიფომ) ეს კატასტროფა გულთანაც არ მიიტანა. ისრაელმა, რომელიც მთელ მუსულმანურ სამყაროს უმკლავდება, აშკარა ჩარევისა და ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავა...
აქ ვინ დაგაგროვათ ერთად ამდენი დებილი და უინტელექტო, რომ თქვენს საცოდავ ქვეყანას ამუნათებთ, რატომ ომს არ ვიწყებთო? ვინ ხართ, რამ გადაგაჯიშათ? თქვენ რუსებზე და ამერიკელებზე საშიშები ხართ, რადგან ყველაფერი სხვისი სისხლის, სვისი სიცოცხლის ხარჯზე გსურთ... დარწმუნებული ვარ, რომ სინამდვილეში თქვენზე მშიშარა და მოღალატე ამ ქვეყანაში არავინ არის და არც იქნება... თქვენ ის ნაძირლები ხართ, რომლებიც, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის მმართველობის პირობებში სულ ბუჩქებს ეფარებოდით.. სხვები რომ იხოცებდონენ, თქვენ ან რესტორანში „ქართველობდით“, ან წითელ ხიდთან ომის შიშით გაქცეულები ერთმანეთს „ეგმირებოდით“...

იმდენი ჭკუაც არ გაქვთ, რომ ამ თქვენს პარტიულ ლიდერებს კითხოთ (ორასზე მეტნი არიან): ყველა როგორ გადაურჩა აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომსა თუ სამოქალაქო ომს? კითხეთ, იქნებ რა გიპასუხონ...
ამას წინათ, ფარჩაკი დავით უსუფაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ამუნათებდა, შენ რომ რუსეთთან ომი არ გინდა და „ნეიტრალიტეტს აწვები“ ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასიაო. არადა, ეს ნაძირალა, ყველა ომის დროს სრულწლოვანი იყო... ვინმემ კითხეთ მაინც, იქნებ რომელიმე ბრძოლაში დაჭრეს, ან უკვე მკვდარია ეს ძაღლისშვილი და მისი გმირობის ამბავი ჩვენამდე არ მოვიდა... მთელი ცხოვრება ის და მისი მეუღლე მხოლოდ სოროსის ფულებით იკვებებოდნენ, ერთ ადგილს ყველა პარტიას და პოლიტიკურ ძალას აძლევდნენ და ახლაც ამ მწვანე დოლარების სანაცვლოდ, პატრონების მიერ გაცემულ მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ...

სამწუხაროდ, მერაბ მეტრეველი ვერ გამოდგა ისეთი ჟურნალისტი, როგორიც ზოგიერთს ეგონა. ეკა კვესიტაძე პირდაპირ ეთერში ისე რომ გაგაფარჩაკებს, სამჯერ „იდი ნახუის“ გათქმევინებს, ამ სფეროს უნდა შეეშვა, ეკრანზე აღარ უნდა გამოჩნდე. თან ამ საერთო საგიჟეთში ვიღაც კვერცხი-გმირი უსუფაშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დედაკაცი რომ შეგდგება და უსამართლოდ თავზე ყველაფერს დაგამხობს... აბა, ამის შემდეგ რაზე უნდა ისაუბრო... ერთი კითხვაც რომ არ გაგიჩნდება და სოროსის ფულებით გასიებულ ამ სულიერად მახინჯ დედაკაცს არ კითხავ: თავდაცვის მინიტრი რომ იყავი (ჯერ მაგის დამნიშნავი ივანიშვილის...) დაკარგული ტერიტორიები რატომ არ დამიბრუნეო?.. ან შენი ქვეშაფსია ქმარი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, რატომ არ მიგვიღეს ნატოსა და ევროკავშირშიო?.. და ა.შ.

სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ მიწევს იმის გამეორება, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს... და ნუ შეიქმნით იმის ილუზიებს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოს გააბრწყინებს... დაამთავრეთ ეს პარტიული სიმახინჯეები და პარტიული აზროვნება, „ამისტობა“, „იმისტობა“ და მსგავსი სიგიჟეები... როგორ შეიძლება ამ პატარა სახელმწიფოში ორასზე მეტი პარტია იყოს და ბოლო 30 წლის განმავლობაში ამდენ ბრძოლაგადანახად ქვეყანაში ყველა პარტიის ლიდერი ცოცხალი გყავდეს... იფიქრეთ, უფრო მეტი იფიქრეთ...", - წერს გიორგი არჩემაშვილი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა