თეგებით ძიება

ქართველებო, რუსეთი ახლა ისეა დასუსტებული, როგორც არასოდეს, გამოიყენეთ ეს - რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი, ვოლოდიმირ ვიატროვიჩის თქმით, რუსეთი ახლა დასუსტებულია და ქართველებს მომენტის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ტვ პირველის“ ეთერში ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა განაცხადა, უნდა შეიქმნას ანტიპუტინური კოალიცია.

"ჩემო მეგობარო ქართველებო, რუსეთი ახლა ისეა დასუსტებული როგორც არასოდეს, გამოიყენეთ ეს, როგორც აზერბაიჯანელებმა, როგორც მოლდაველებმა, ერთდროულად გამოიყენეთ ეს უპირატესობა და ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს.

სანამ რუსეთის ფედერაცია იარსებებს ამ ფორმით, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს, ის ყოველთვის საფრთხე იქნება. უნდა შეიქმნას ანტიპუტინური კოალიცია. უნდა მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ რუსეთში მოხდეს დეპუტინიზაცია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსული ჯარი თავს დაესხა უკრაინას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა