თეგებით ძიება

"რატომ არ გაქვთ იმის გამბედაობა ხმამაღლა თქვათ, რატომ ლაჩრობთ? " - ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებს.


"ქოცები რომ ყველა კრიტიკოსს ნაცებად გვრაცხავენ, ეგ გასაგებია - მათ ინტერესშია.

მაგრამ აი ოპოტელემედიაც რომ ყველას ნაცებად გვრაცხავს წლებია, სააკაშვილის წონის ხელოვნურად გასაზრდელად და ვისაც ვერ გვრაცხავს, ხელოვნურად გვაქრობს - ეს ვის ინტერესშია? სააკაშვილის, რომელსაც იმედი აქვს რომ ერთხელაც "ჯონსი მოვა" აღარ გაამართლებს?

პრიმიტივები დამდევენ და ბოღმას მიძახიან - ესეც გასაგებია, მათი გონება პირველ-მეორეზე, ან არჩევან - არადანზე გაყოფის მიღმა ვერ განვითარდა! ვერც იმას იგებენ, მე რა მინდა და როგორც მშობლები უხსნიდნენ, ისე ხსნიან ჩემს პოზიციასაც - "შურს, დაიბოღმა"!

მაგრამ გონიერ ადამიანებს რატომ არ გაქვთ იმის გამბედაობა ხმამაღლა თქვათ, რომ ოპოზიციური მედია რასაც აკეთებს დამღუპველია?!

რატომ ლაჩრობთ? რატომ მტრობთ ამ ქვეყანას?

რატომ ცდილობთ ისეთი სამარცხვინო პარალელების გავლებას, თუნდაც იუმორისტულ შოუბში რომ მაგალითად "ნეიტრალიტეტი" არც ნაცობა და არც ქოცობაა?

რატომ ხართ ასეთი ლაჩარი მავნებლები?

რატომ ვერ ხვდებით რომ ბრძოლის ხაზი პოპულისტებსა და დემოკრატებს შორის გადის, სააკაშვილი პოპულისტების მხარესაა და თუ დემოკრატებს დამალავთ, ბიძინა იმარჯვებს?

ეს ხომ ფიზიკურად, ინჟინრულად, ტექნიკურადაც ნათელია?"- წერს ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა