თეგებით ძიება

"იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს" - გუბაზ სანიკიძე

პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე "TV პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

"ისეთი გრანდიოზული პროცესი მიდის, რომ, ეს ხელისუფლება კი წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ გაძლებს ხელისუფლებაში. გაზაფხულზე ყველა სერიოზულ გარდატეხას ველოდებით უკვე უკრაინაში. საქართველოში არაფერს არ ველოდები, რადგან ჩვენ ვართ განადგურებული და მიწაზე გართხმული სახელმწიფო. ფაქტია, რომ პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მე წარმოვადგენ არ აქვს უნარი, რომ რამე შეცვალოს. რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ ვართ ვალოდია ჯინჭარაძე, რადიატორთან ვსხედვართ. საერთოდ არავის აღარ ვახსოვართ. დავანებოთ თავი კობახიძესა და სხვებს. მანდ ფასეული არის მათი ბელადი, რომელიც მიმალვაშია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა