თეგებით ძიება

კობახიძის განცხადებებს უკრაინაში არავინ უსმენს - ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, უკრაინაში იციან, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების პოზიციები ერმანეთისგან აცდენილია.

"არ ვთვლით, რომ “ქართული ოცნება“ იმის ღირსია, რომ უკრაინაში მასზე გველაპარაკა - კითხვა მაქვს ირაკლი კობახიძესთან: თვითონ რას აკეთებენ?! - კობახიძის განცხადებებს უკრაინაში არავინ უსმენს, უკრაინაში იციან, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების პოზიციები ერმანეთისგან აცდენილია. არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთელი საერთაშორისო საზოგადოება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. იმის მაგივრად, “ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა დაამშვიდოს და უთხრას, რომ ვლადიმერ პუტინი იმდენად დასუსტებულია და თავად მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო იმდენად ძლიერია უკრაინის ჯარი და უკრაინელების შემართება, პროპაგანდას ამის საპირისპიროდ იყენებენ", - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა