თეგებით ძიება

არ გაბედოთ და ქართველებს "რუსეთუმეებს" ნუ გვეძახით! - მაია ბითაძე ოპოზიციას

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის თქმით, ოპოზიცია ყოველდღე ცდილობს ახალი პრობლემა „გამოაცხოს“.

„ხანდახან მგონია, რომ ჩვენი მასწავლებლები ხართ. თანამედროვე მასწავლებლებიც კი არ ლაპარაკობენ ასეთი დიდაქტიკური ტონით. მოდით რა, გვამუშავეთ. არაფრით არ ინტერესდებით, სამაგიეროდ, აქ გამოდიხართ და გვეჩხუბებით. როდის უნდა დამთავრდეს? როგორ გგონიათ, ვისზე დგას ეს სახელმწიფო? - საჯარო მოხელეებზე დგას, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, რომ ეს რეზოლუცია მიგვეღო და განაცხადი გაგვეკეთებინა. ეს ქვეყანა დგას პატრიოტიზმზე და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, არ გაბედოთ, მივმართავ ბატონ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც ახლა აქ არ არის და ალბათ, მაკულატურას აგროვებს, სჩვევია ხოლმე, ფურცლებს შეაგროვებს და ჰგონია შიგნით რაღაც წერია, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით! ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ! ადამიანს აქვს მოთმინების ზღვარი, რომლის იქითაც კარგავს მოთმინებას. მესმის, რომ ეს ზღვარი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ, ნუ გვეჩხუბებით და ამომრჩეველს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ", - მიმართა ბითაძემ ოპოზიციას.

ბითაძის ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გამოეხმაურა და აღნიშნა: „მე მჯერა, რომ გიყვართ თქვენი შვილები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეც მიყვარს ჩემი შვილები. როდესაც აქეთ გვითითებთ კორექტულობაზე, თქვენც გმართებთ, საუბრის დროს მოზომოთ, რას ლაპარაკობთ“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა