თეგებით ძიება

თქვენ 24 საათის განმავლობაში მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან ბავშვებს ვჭამთ, ხან სისხლს ვსვამთ - ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას

"ნაციონალური მოძრაობის" წერვის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პარტია უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების გასაკრიტიკებლად დროს ყოველთვის პოულობს.

„მმართველმა პარტიამ მაინც იპოვა დღეს დრო და სხდომათა დარბაზიდან აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს ანუ ჩასაფრებულის პოზიციიდან მუდმივად ეძებს, რომ ვინმემ რამე ისეთი ხომ არ თქვა, რომ მერე გავაკრიტიკოთ ტრიბუნიდან. მერე წუხართ, ჩვენ რა არ გავაკეთ უკრაინასთან დაკავშირებით, რა დავაკელითო?! არავინ არაფერს გთხოვთ, გარდა იმისა, რომ სწორად ისაუბროთ და მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა არ თქვას, რომ პარლამენტს თავისი საქმე აქვს, მე ჩემი და ომი უკრაინაშია. მინისტრი არ გამოვიდეს და არ თქვას, რომ რძე და ყველი არის შესაძლებლობა, ასეთი სიგიჟეები რომ არ ისაუბროთ. ეს იქნებოდა საკმარისი იმისთვის, გვეთქვა, რომ თქვენ ამ მიმართულებით სწორად მოქმედებთ. უბრალოდ, როცა ჩვენი გმირები ჩვენივე თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ, ამ ადამიანებს მაინც მიანიჭებდით გმირის წოდებას და ამაზე საჯარო დისკუსიებს არ მოვაწყობდით, შემდეგ კონკრეტული პოლიტიკოსები არ გააკეთებდნენ განცხადებას, რომ თურმე, ამ ადამიანების იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ, ვინ რას აკეთებდა და ა.შ. ჩემთვის სამარცხვინოა ეს განცხადებები, რომელიც ამ მიმართულებით კეთდება. მაია ბითაძემ გვითხრა, რუსულ პარტიას ნუ გვეძახითო. თქვენ 24 საათის განმავლობაში ხან მეხუთე კოლონას გვეძახით, ხან მკვლელებს, ხან ბავშვებს ვჭამთ, ხან სისხლს ვსვამთ და თურმე, მე თუ ვიტყვი ან ჩემი რომელიმე კოლეგა, რომ თქვენ იქცევით რუსულად ან ეს მოქმედებები არის რუსეთის ინტერესებში, ეს როგორ შეიძლება, თქვენ კი ყველაფრის უფლება გაქვთ, შეგიძლიათ მეხუთე კოლონა გვეძახოთ, მკვლელები გვეძახოთ, პირსისხლიანები და ა.შ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა