თეგებით ძიება

სახელმწიფო უკრაინაში მყოფ 3 000-მდე საქართველოს მოქალაქეს დაეხმარა

საგარეო უწყების ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს 3 000-მდე მოქალაქეს გაეწია დახმარება პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე ტრანსპორტირებითა და დროებითი საცხოვრებლით. გასულ კვირას სამშობლოში უკრაინიდან ორგანიზებულად გამოემგზავრა საქართველოს 100 მოქალაქე.

"ამ დროისთვის დახმარება გაეწია საქართველოს 3 000-მდე მოქალაქეს როგორც პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტირებით და დროებითი საცხოვრებლით. მათ შორის გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში ორგანიზებულად გამოემგზავრა საქართველოს 100 მოქალაქე.

სისტემატიურად ხორციელდება სპეციალური რეისები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, ისევე როგორც ხდება მათი ორგანიზებული გადაყვანა ოდესიდან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინაში, ასევე მოსაზღვრე ქვეყნებში (პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, უნგრეთი) მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების სამშობლოში გამომგზავრებას და ასევე პირველადი საჭიროების დახმარების გაწევას," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა