თეგებით ძიება

"რუსეთი უკრაინაში ომს იწყებდა და ღია აგრესიას? ეს იცოდა? – ფაქტია, რომ რაღაცას გამოასწრო" - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის არაადეკვატური და მასთან რაიმე თანხმობაზე საუბარი არ შეიძლება.

"მის სულელურ გამონათქვამებზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, ეს წარმოუდგენელია. სასოწარკვეთილებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, ომის პარტია, მეხუთე კოლონა და მისი ლიდერი რას ისაუბრებს, ამაზე სერიოზული მსჯელობა ცოტა უხერხულია. ერთადერთი, რაც შეიძლება, მხედველობაში მიიღო, სააკაშვილის წამოცდენა და აღიარებაა, რომ გრძნობდა თუ იცოდა, ეს მომენტი თუ დრო დგებოდა და დადგა. რა იცოდა? რას გრძნობდა – რუსეთი უკრაინაში ომს იწყებდა და ღია აგრესიას? ეს იცოდა? – ფაქტია, რომ რაღაცას გამოასწრო და როცა ამ ვერსიას ვავითარებდით, თქვენი ღიმილიანი სახეები მახსოვს.

სააკაშვილთან თანამშრომლობას კი არ გამოვრიცხავთ, ამორალურია – მასთან, როგორც ყველაზე ბოროტ და ამ ქვეყნის მოღალატე პერსონასთან თანამშრომლობა. უფრო მეტიც, მისი პარტიის არც ერთ საგარეო ინიციატივას არც კი განვიხილავთ, მის შინაარსში შესვლას კი არ შეიძლება, იმდენად მოღალატეობრივი პოზიცია უჭირავთ საქმით. ვითომ, პროდასავლურ კურსს დეკლარირებენ და ყველა ჯერზე „ნაცმოძრაობა“ მეხუთე კოლონა რუსულ საქმეს აკეთებს – ამ ქვეყნის სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს. ამ ღალატის „გაპრავებით“ არიან დაკავებული და დღესაც აგრძელებენ არეულობას, ქაოსს, რაც მტრის ინტერესებში ჯდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა