თეგებით ძიება

ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია, ხალხი გახარებული მირეკავდა - მიხეილ ყაველაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მისამართით მისმა „დაგინებამ“ ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია.

„ამ ომის და ბოროტების პარტიას მივმართავ, არ გამოგივათ და ახალგაზრდებსაც მივმართავ, თუ ვინმე არის და მეც მეგულება ზოგიერთი სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი, სანამ დრო არის, მოგიწოდებთ, ახლა რჩევას გაძლევთ, აღარ ვიგინები, არ მინდა, რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ მთელი ცხოვრება. სანამ დროა გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან. სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია, შეიძლება ასეთი რეალობა არსებობდეს?! – ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ, რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით. გახარებული იყო ხალხი, შეიძლება ასეთი რამე იყოს?!“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველ მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების დროს, “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიგინა. “თქვენსა და ჩვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა, იმის დედას შ…”, - მიმართა ოპოზიციას ყაველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა