თეგებით ძიება

კეზერაშვილს ჯარში ნახევარქათამას ეძახდნენ - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს უკანონოდ მითვისებული თანხების დაბრუნება.

"ადრე თუ თუ გვიან ამ ადამიანს მოუწევს თანხის გადახდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელს უწოდებდნენ ნახევარქათამას და მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა საქართველოს ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. მას ასევე მოუწევს პასუხისმგებლობა იმ თანხებზეც, რომელსაც ის ჰპარავს ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით", - აცხადებს სუბარი.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას 5 მილიონ 60 ათასი ევროს გადახდა დაეკისრათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა