თეგებით ძიება

შეიძლება საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ომში იძულებით წაიყვანონ - რა სკანდალურ ინფორმაციას ფლობს ელენე ხოშტარია?

პარტია "დროას"ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის ომში მოქალაქეების ჩართვა არ მოხდეს.

"მოდის ინფორმაცია, რომ გაჰყავთ ადამიანები. ასევე არის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხდეს სავალდებულო გაყვანა ჩვენი მოქალაქეების საოკუპაციო რეჟიმების მიერ.

გარდა პროტესტისა, გარდა იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შევთავაზოთ ჩვენს ტერიტორიაზე მათი უფლებების დაცვა, ჩვენ შეგვიძლია ავამოქმედოთ საერთაშორისო სამართლის მექანიზმები, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები," - განაცხადა ხოშტარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა