თეგებით ძიება

"ჩაჯ**ლ მთავრობას და რუსეთუმე, ლაჩარ ჟურნალისტებს გადაეცით, რომ ჩვენი ვალია ეს ქვეყანა შვილებსაც შევუნახოთ" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებათა დამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძის ჩატარებულ ინტერაქტივს ეხმაურება.

"თავისუფლება გირჩევნია თუ მშვიდობა?" თავისთავად ამორალური კითხვაა, რადგან ადამიანს ორივე ძალიან სჭირდება.
მაგრამ რახან გაბედეს და ეს უტიფარი კითხვა დასვეს, მეც გკითხავთ: მშვიდობა რომ აერჩიათ ჩვენ წინაპრებს დიდგორში და ბასიანში, არასდროს რომ არ ეომა ამ ქვეყანას საქართველო იქნებოდა? მე და შენ, ვინც ამ სტატუსს კითხულობ, საერთოდ ვიქნებოდით? არა.
ხოდა, ჩაჯმულ მთავრობას და რუსეთუმე, ლაჩარ ჟურნალისტებს გადაეცით, რომ ჩვენი ვალია ეს ქვეყანა შვილებსაც შევუნახოთ. რაც სისხლითა და ოფლით მომიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენც ნებისმიერ ფასად უნდა მივუტანოთ ჩვენ შთამომავლობას!

ნარგიზა, დავით რატიანის დედა, რომ შვილის დაკრძალვისას მუშტს წევს მაღლა, მაგ მუშტს უყურეთ და იცოდეთ, რომ ეგ ბრძოლის, არდანებების და თავისუფლების მუშტია!
ამ ქვეყანაში ასე გაგვზარდეს: სჯობს მონობაში გადადკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
სჰობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ხო, შოთა რუსთაველი და აკაკი წერეთელია საქართველო და არა ბიძინა ივანიშვილი და ნოე სულაბერიძე. ამ ქვეყანას მტერს ვერ ჩააბარებთ უბრძოლველად! ვისაც მონობა და ცრუ-მსვიდობა გირჩევნიათ თავისუფლებისთვის ბრძოლას, გაიქეცით ამ ქვეყნიდან - ჩვენ დავრჩებით და ჩვენ ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის!", - წერს უფლებასამცველი.

შეგახსენებთ, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამოკითხვა ჩაატარა, სადაცსაზოგადოებას ეკითხებოდა:

„აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით?

- თავუსუფლება
- მშვიდობა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა