თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობა ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე "ალტ-ინფო" - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული მედია, ბევრად მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე "ალტ-ინფო".


"თუ რაიმე რეაგირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. იგივე ეხება ტელევიზიებსაც, არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ახორციელებს აგრესიის პროპაგანდას და აქაც სამწუხაროდ კანონმდებლობაა უძლური...მე მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან.
[ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული რესურსი]

ნაცმოძრაობა ბევრად უფრო მძიმეა, ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, გარკვეულ წარმატებას აღწევენ არჩევნებში, აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედიარესურსები, შესაბამისად, ისინი ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია "ალტ-ინფოს", - ამბობს კობახიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა