თეგებით ძიება

აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სახელისუფლებო შტოებს საგარეო კურსთან მიმართებაში - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უთანხმოება მეტყველებს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სახელისუფლებო შტოებს საგარეო კურსთან მიმართებაში.

"როდესაც ელჩებთან, საგარეო კურსთან მიმართებაში შეთანხმება ვერ ხერხდება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს სახელისუფლებო შტოს საგარეო კურსთან მიმართებაში და ეს პრაქტიკაშიც გამოიხატება, თუნდაც იმ განცხადებებში, რომელსაც ღარიბაშვილი აკეთებს უკრაინასთან და ევროინტეგრაციის საკითხებთან მიმართებაში, როცა ბლოკავს პრეზიდენტის ვიზიტებს ევროკავშირის ლიდერებთან შესახვედრად, იმისათვის, რომ განიხილოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის საკითხი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არის განსხვავებული პოზიციები,"-აცხადებს ბეჟაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა