თეგებით ძიება

"წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი, დათოს ნივთებს რომ შევხედავ, მეტირება” - ნადიმ ხმალაძე

57 წლის ნადიმ ხმალაძე უკრაინელებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. მანამდე ბოლო ერთი წელი საქართველოში ანტისაოკუპაციო ხაზთან გაატარა, 365 დღე, ყოველდღე პატრულირებდა. იქ მიღებულ გამოცდილებას ახლა უკრაინაში იყენებს. პროფესიით ივაინჟინერი და ეკონომისტია, აქვს ბიზნესი. ბატონი ნადიმი ,,ბათუმელებს” უყვება:

–მამაჩემი ბიბლიოთეკარი იყო და ხშირად მოჰქონდა სახლში დისიდენტური ლიტერატურა. მე ამ წიგნებიდან ვიგებდი სიმართლეს, ამიტომ რუსულ ჯარში წასვლაზე პროტესტი გამოვაცხადე. პროფესიით ნახევრად ა…

იცით, როგორ გამოიყურება სახლები ორპენში? ამორჩევით აქვთ ბომბები ნასროლი. ზუსტად იქ, სადაც პატარა ბავშვები, მოხუცები, ქალები, მშვიდობიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, პირდაპირ ფანჯრებში აქვთ ნასროლი. გული მოგიკვდება. საგანგებოდ აკეთებენ ამას, ხალხის დემორალიზებისთვის, იმისთვის, რომ პანიკა დათესონ. ჰგონიათ, რომ ამით დააშინებენ უკრაინელებს, თუმცა ერთი წამითაც ვერ ვხედავ მათ თვალებში და სახეზე შიშს.

-კადიროველებთან ხომ არ ჰქონია თქვენს რაზმს შეხება?
-ირპენში არის ორი ადგილობრივი ქართველი, რომლებმაც ორი კადიროველი სნაიპერის შაშხანით გაანადგურეს. ამის გამო კადიროველები გამწარებული არიან.

-რას გწერენ საქართველოდან?
-საქართველოდან ბევრი მწერს, ამ დროს ცრემლი მადგება ხოლმე, რადგან ძალიან თბილი წერილები მომდის. ოჯახის წევრების განწყობაც არის საბრძოლო. წლებია არ მიტირია, აქ კი ხშირად ვტირი. ვტირი ჩემი მეგობრის დათო რატიანის გამო, როცა მასზე ვსაუბრობთ ან როცა მის რომელიმე ნივთს შევხედავ. ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი. ბავშვივით გული ჰქონდა, ჩემი სვანი ძმა… ვტირი იმ ვიდეოს გამო, რომელიც დაბომბილ ქალაქში გადავიღე და ახლაც ტელეფონში მაქვს და ხშირად ვუყურებ.

-ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ ომის დღეებში?
-მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი დავკარგე, მასზე და მის ოჯახზე ვფიქრობ. სანამ ცოცხალი ვიქნები, დათო რატიანის ოჯახს არ დავივიწყებ. ასევე ვერ დავივიწყებ ჩვენს მეორე მებრძოლს, გია ბერიაშვილს, რომელსაც „ბეროს“ ვეძახდით მეგობრები. ის პროფესიონალი მებრძოლი იყო, ადრე, ნატოს წვრთნების დროს გავიცანი და შემდეგ ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა კიევში ყოფნის დროს. გიაც ძალიან კარგი ადამიანი იყო.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა