თეგებით ძიება

"არც ერთმა ოფიციალურმა პირმა ამ რაუნდს დადებითი არ უწოდა" - პესკოვი თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა.

"პოზიტიური ის არის, რომ უკრაინულმა მხარემ მაინც დაიწყო კონკრეტულად ჩამოყალიბება და იმის ქაღალდზე ასახვა, რასაც გვთავაზობს. აქამდე, ჩვენ ამას ვერ ვაღწევდით. რაც შეეხება დანარჩენს, ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად რაიმე გარღვევაა, წინ ბევრი სამუშაოა“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, მხარეებმა მოლაპარაკებებში წინ ჯერ ვერ წაიწიეს, რადგან გარკვეული ნიუანსები რჩება.

"არავის უთქვამს, რომ მომლაპარაკებლები წინ წავიდნენ, ვინ განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები წინ წავიდნენ? არც ერთმა ოფიციალურმა პირმა ამ რაუნდს დადებითი არ უწოდა“, - დასძინა კრემლის სპიკერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა