თეგებით ძიება

"მოდის ძალზე ჭკვიანი, ტანმაღალი მამაკაცი კანცლერად, იგი აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს გერმანულ პოლიტიკას" - რას ამბობდა ლელა კაკულია ოლაფ შოლცზე?

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლელა კაკულიას ძველი წინასწარმეტყველება, რომელიც გერმანიის მომავალ კანცლერზე ჰქონდა ჩაწერილი.

"2008 წელი, 8 აპრილი
რუსეთის უსინდისო განცხადებები და ქმედებები ბევრ ქვეყანას მართლაც გააცოფებს. უკვე იკვეთება მოსკოვის სურვილი, ევროპა ხელში მოიწმყვდიოს. ეს ევროპის ქვეყნებს სულ გააგიჟებს, ვხედავ, და დაიწყება მოულოდნელი ქმედებები მოსკოვის მიმართ. ევროპა უკვე იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ამერიკა-ბრიტანეთს.
გერმანიის კანცლერი ქალბატონი პოლიტიკური არენიდან მიდის და მოდის ძალზე ჭკვიანი, ტანმაღალი მამაკაცი კანცლერად. იგი აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს გერმანულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, შეუძლებელს შეძლებს. მოსკოვს კი არ მოეფერება, არამედ პირიქით, რკინის მუშტს მოუქნევს.
‼️ ვხედავ, მის გვარში იყო გენერალი, რომელიც ჰიტლერს ემსახურებოდა (ბაბუა), რაზეც ალაპარაკდებიან. მაგრამ ეს გერმანიას და ევროპას სულ არ აღელვებს. იგი ნამდვილი კანცლერია — რუსეთთან ყველა მოლაპარაკებას მოიგებს.

- 2009 წელი, 1 სექტემბერი
ადრე ვთქვი და ვიმეორებ: გერმანიაში მოდის კანცლერი, ანუ მთავრობა, რომელიც რუსეთის მთავრობას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სისხლს გაუშრობს.
რუსეთი ძალიან აფორიაქდება. გერმანიასთან ურთიერთობის გართულება მათი პოლიტიკისთვის დიდი დარტყმა იქნება.
‼️ რუსები ხმამაღლა განაცხადებენ, რომ გერმანიის კანცლერი არის შთამომავალი ჰიტლერის ფაშისტური არმიის წევრისა. ვხედავ, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ, მერე რა?!

ეს არავისთვის არაფერს არ ნიშნავს. ახალი კანცლერი კი ვერ იტანს რუსეთს.
აი ასეთ ცეცხლს დაანთებს რუსეთი, მაგრამ მას არცერთი ქვეყანა არ აჰყვება. უბრალოდ, რუსეთი დაკარგავს ევროპაში მომხრეებს...", - აღნიშნულია წინასწარმეტყველებაში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა