თეგებით ძიება

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან შეერთებაზე უარს აცხადებს

ოკუპირებულ აფხაზეთს არ სურს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, ამის შესახებ დეფაქტო "პარლამენტის თავმჯდომარემ" კან კვარჩიამ განაცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ დამატებით განმარტა: „პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და საზოგადოებაში ასეთი განწყობები არ არსებობს. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება - პოლიტიკურად და საზოგადოებრივად. მე არ ვიცი აფხაზეთში ასეთი პოლიტიკური ძალა, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც მომდინარეობდნენ ასეთი შესაძლებლობიდან, დამოუკიდებლობის უარყოფით. ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობენ“.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამაჩაბლოს სეპარატისტი "პრეზიდენტი" ბიბილივ გამოვიდა ინიციატივთ რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით ჩატარდეს რეფერენდუმი ოკუპირებულ სამაჩაბლოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა