თეგებით ძიება

“ოსი ჯარისკაცების ნაწილმა იარაღი დაყარა და უკრაინიდან გამოიქცა!” - რას ამბობს კოკოითი?

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი დე ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი ოსი ჯარისკაცების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ საუბრობს.

"ჩვენ ყველას შეშფოთებული ვართ ჩვენი ჯარისკაცების ქმედებით, რომლებიც ომის ზონიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. არავის აქვს უფლება დაგმოს ეს ბიჭები ან დაადანაშაულოს ისინი სიმხდალეში. აუცილებელია, გავიგოთ მომხდარის ძირეული მიზეზები. ყველას და განსაკუთრებით ჩვენი ჯარისკაცების ნათესავებს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან, რომლის პროვოცირებასაც ახდენენ. ამან შეიძლება მხოლოდ ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯარისკაცებს და გაართულოს ისედაც დაძაბული ვითარება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენ ბიჭებს მიაყენონ შეურაცხყოფა და თითოეული მათგანისთვის ვიბრძოლებთ“, - აღნიშნავს კოკოითი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა