თეგებით ძიება

"წერეთლის გამზირიდან კოსტავამდე “ქართველმა” მძღოლმა უკრაინელ ლტოლვილებს 20 ლარი გამოართვა!" - ირმა ციცქიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირმა ციცქიშვილი წერს, რომ თბილისში ტაქსისტი უკრაინელ ლტოლვილებს არარეალურად მაღალი ტარიფით მოემსახურა.

"ჩემმა მეგობრებმა, ასოციაცია GERA - დან, უკრაინიდან , მარიუპოლის დაბომბვებს გადარჩენილი და ომის ჯოჯოხეთიდან
გამოქცეული პატარა ოჯახი შეიფარა და ყველანაირად ეხმარება !
წარმოუდგენელ ისტორიებს ყვებიან ეს ადამიანები !
ის რაც , მარიუპოლში გადაიტანეს , მართლა ყველანაირ კოშმარულ წარმოდგენას სცდება !
ნატანჯებმა და განადგურებულებმა ძლივს ჩამოაღწიეს საქართველოში ! ოთხი დღე ბეტონზე გვეძინაო , ქარში და ყინვაშიო …
თბილისში ჩამოსულები ტაქსით მივიდნენ ვერამდე …
წერეთლის გამზირიდან კოსტავამდე “ქართველმა” მძღოლმა უკრაინელ ლტოლვილებს 20 ლარი გამოართვა!
მორჩა ამბავი … no comment!", - წერს ირმა ციცქიშვილი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა