თეგებით ძიება

თავად უკრაინის პრეზიდენტი იყო თავისი ელჩის მუშაობით უკმაყოფილო - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ელჩის მუშაობთ უკმაყოფილო იყო.

„ფორმალურად საქმე გვაქვს უფრო იმასთან, რომ თავად უკრაინის პრეზიდენტი თავისი ელჩის მუშაობით იყო უკმაყოფილო. აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი საქმეა. საქართველომ მკაფიოდ, მყარად და ინიციატივიანად დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმო რუსული აგრესია ყველა იმ საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ეს პოზიცია მთელმა ცივილიზებულმა კაცობრიობამ დააფიქსირა. საქართველო ვერავის ვერ მიაწვდის იარაღს, რადგან ასეთი იარაღი მას თავად არ აქვს და მეორე, იარაღის მიწოდება აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა და ვხედავთ, ნატოც და აშშ-ც, როგორ შერჩევითად აკეთებს ამას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა