თეგებით ძიება

არანაირ რეფერენდუმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეფერენდუმს ოკუპირებულ რეგიონებში არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის ახალი, იმ კუთხით, რომ პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვფიქრობ, ესეც ნაწილია შიდაპოლიტიკური საკითხისა, თუმცა თავისთავად არანაირ რეფერენდუმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები და ასეთი სახის მიმართვები, მაგრამ ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი, რა თქმა უნდა, არ აქვს", - აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთში შესვლაზე 10 აპრილს ე.წ. რეფერენდუმი დანიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს, რომ "რეფერენდუმი" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება. მანამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა