თეგებით ძიება

"თავის დროზეც ვთქვით, რომ ეს არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად" - შალვა პაპუაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელესკის საქართველოდან ელჩის გაწვევის ხელის მოწერის ფაქტს ეხმაურება.

"თავის დროზე კონსულტაციებზე გაწვევა, ახლა ელჩის მოხსნა. თავის დროზეც ვთქვით, რომ ეს არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, თუმცა მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ადამიანური ტრაგედიების დასრულება ჰქვია, რომ ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა