თეგებით ძიება

"მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა\'\' - გორის ვიცე-მერი

გორის ვიცე-მერი, თამაზ შიოშვილი 100%-ით დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი, ზელენსკისთან შეთანხმებით, ჩამოვიდა საქართველოში ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობა გინდათ, ვისაც ჩვენი შვილების სისხლი გწყურიათ, ვისაც გინდათ, რომ 2008 წელი განმეორდეს საქართველოში ( თუ განმეორდება, გაცილებით დიდი მასშტაბის იქნება ), ყველანი ხართ, ქვეყნის მტრები და ოკუპანტის მონები.."- წერს შიოშვილი.

მისივე აზრით, პოლიტიკა, რომლის გატარებასაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, აწყობს რუსეთს: "ან იმდენად არის გაბოროტებული და იმდენად სწყურია ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რომ ნებით თუ უნებლიედ, აკეთებს რუსეთის საქმეს..\'\' - წერს შიოშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა