თეგებით ძიება

"ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს" - ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აპრილში რუსეთთან მიერთების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავს.

"რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. არც დე-ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ ოსეთის მომავალზე, ისევე როგორც აშშ-მ არ აღიარა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმში უკანონო შეჭრა და ანექსიის მცდელობა და ისევე, როგორც ჩვენ არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა, რომ ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონები. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - თქვა ნედ პრაისმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა